ცენტრში

სავიზო განაცხადების ცენტრის პროცედურები

შეხვედრის დღეს:

  • საჭიროა გამოცხადდეთ შეხვედრამდე 15 წუთით

    ადრე.

  • სავალდებულოა გამოცხადდეთ ჩანიშნული შეხვედრის დღეს. დაუშვებელია სხვა პირის გამოგზავნა თქვენი ჩანაცვლების მიზნით.

  • სავიზო განაცხადების ცენტრში დაიშვებიან მხოლოდ განმცხადებლები,მომვლელები და 18 წლამდე არასრულწლოვნების თანმხლები პირები.

  • სავიზო განაცხადების ცენტრში საჭიროა წარმოადგინოთ თქვენი სავიზო განაცხადის ასლი, მოქმედი პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი მინიმუმ 2 ცარიელი გვერდით ორივე მხრიდან.

  • თუ თქვენ გააკეთეთ ონლაინ განაცხადი ვიზაზე, ბიომეტრიის ინსტუქციის წერილის მიღების შემდეგ საჭიროა წარმოადგინოთ აღნიშნული წერილის ასლი, თანხმობის ფორმა, მოქმედი პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი მინიმუმ 2 ცარიელი გვედით ორივე მხრიდან.

  • წარმოადგინეთ ყველა საჭირო საბუთი (დედნები და ასლები)

  • თუ თქვენ განაცხადს აკეთებთ 5 წლამდე ასაკის ბავშვზე, აუცილებელია არასრულწლოვანი თან გახლდეთ ჩანიშნულ შეხვედრაზე, თუმცა მისგან არ შეგროვდება ბიომეტრიული მონაცემები.

  • 18 წლამდე პირებს აუცილებელია თან ახლდეთ სრულწლოვანი პირი, მაგრამ არა სავიზო განაცხადების ცენტრის თანამშრომელი.

ბიომეტრიული მონაცემები

2019 წლის 2 ნოემბრიდან, კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში, ბიომეტრიული მონაცემების ჩაბასარებლად, სავალდებულოა შეხვედრის დაჯავშნა.

იმისათვის, რომ გაიგოთ გჭირდებათ თუ არა ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს http://www.cic.gc.ca/english/visit/biometrics.asp.

ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარების პროცედურა:

  • თითის ანაბეჭდების სკანერი, სახის გამოსახულების სკანერი.

  • თითის ანაბეჭდების ციფრული მოწყობილობა თითის ანაბეჭდს აიღებს სრულად 10 თითზე. ამავე დროს, გადაიღებთ ფოტოს. ეს არის სწრაფი და ინვაზიური პროცედურა.

  • თქვენი ციფრული ფოტო საჭიროა აჩვენებდეს სახის სრულ გამოსახულებას.დაუშვებელია მზის სათვალეები, ფერადი სათვალეები ან თავსაბურავი, გარდა რელიგიური ან ეთიკური მოტივებით თავსაბურავის ტარებისა.

  • თუ თქვენი თითები დაზიანებულია დროებითი ტრავმის გამო, გირჩევთ თითის ანაბეჭდები ჩააბაროთ დაზიანების მორჩენის შემდეგ.

  • დარწმუნდით, რომ თქვენი თითები არ მოიცავს სხეულის დროებით დეკორაციულ დიზაინს, რადგან ის აფერხებს სკანერის მუშაობას.

  • თუ თქვენ განაცხადი გააკეთეთ დროებითი ბინადრობის ვიზაზე, სასწავლო ან სამუშაო უფლებაზე, თქვენ საჭიროა ბიომეტრიულიი მონაცემები ჩააბაროთ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ.

  • თუ თქვენ განაცხადს აკეთებთ მუდმივ ცხოვრებაზე,თქვენ ვალდებული ხართ ბიომეტრიული მონაცემები ჩააბაროთ თითოეულ განაცხადზე.

  • თუ თქვენ განაცხადი გაკეთებული გქონდათ დროებითი ბინადრობის ვიზაზე,სასწავლო ან შრომით უფლებაზე და დარწმუნებული არ ხართ ჩაბარებული გაქვთ თუ არა ბიომეტრიული მონაცემები, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შეგიძლიათ ვებგვერდზე , ასევე, ბიომეტრიული მონაცემების ვალიდურობა .

ძიების პროცედურა

თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შევამოწმოთ განმცხადებლებისა და ვიზიტორების ჩანთები.

სავიზო განაცხადების ცენტრის თანამშრომლებს აქვთ უსაფრთხო სამუშაო სივრცეში შრომის უფლება. მუქარა ან ნებისმიერი სახის ვერბალური თუ ქცევითი შეურაცხყოფა სავიზო განაცხადების ცენტრის თანამშრომლების მიმართ, გარემოებების მიუხედავად, არ ჩაითვლება საპატიოდ.