უარის თქმა და კონფიდენციალურობა
უარის თქმა და კონფიდენციალურობა
ანონიმურობა
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეხება ყველა განმცხადებელს განაცხადის გაკეთების ყველა მეთოდთან მიმართებაში.
სავიზო განაცხადების ცენტრების გაერთიანება (“VFS”) წარმოადგენს კანადის საიმიგრაციო, ლტოლვილთა და მოქალაქეობის სამსახურს (IRCC) ამ კუთხით გაერთიანება ოპერირებს კანადის სავიზო განაცხადების ცენტრების საშუალებით, დროებითი ბინადრობის ვიზებისა და კანადაში მუდმივი მობინადრეებისთვის სამგზავრო დოკუმენტების თაობაზე.სავიზო ცენტრში გაწეული მომსახურების საფასური დაბრუნებად არ ექვემდებარება.
კანადის სავიზო ოფისი უფლებამოსილია განმცხადებლისგან მოითხოვოს დამატებითი საბუთის წარმოდგენა ან ინტერვიუ სავიზო განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
VFS პასუხისმგებლობას არ იღებს:
განაცხადის შედეგი.
სავიზო განაცხადის განხილვის დაგვიანების, უარყოფის, დაკარგვის ან ნებისმიერი სახის დაზიანების თაობაზე
მიუხედავად იმისა, რომ სავიზო განაცხადების ცენტრი ყურადღებით აწესრიგებს საბუთებს, მათ შორის პასპორტებს, მათი დაკარგვის, დაზიანების ან სხვა შემთხვევებზე იგი არ იღებს პასუხისმგებლობას:
კანადის სავიზო განაცხადების ცენტრ(ებ)ი და მათი ქვეკონტრაქტორების მხრიდან პასპორტებისა და საბუთების ტრანსპორტირება ;
ნებისმიერი დამატებითი მომსახურების საფასურის თაობაზე.
ღმერთის განგებაზე;
ნებისმიერი ტიპის შემთხვევაზე ან ქურდობაზე;
ნებისმიერ სხვა გარემოებაზე, რომელიც კანადის სავიზო განაცხადების ცენტრ(ებ)ისა და მისი ქვეკონტრაქტორების ძალებს აღემატება.
პასპორტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, საკურიერო მომსახურების ან სავიზო განაცხადების ცენტრ(ებ)ი, ქვეკონტრაქტორები ვერ შეძლებენ ოფიციალური საფასურის გადახდას სანაცვლო პასპორტისთვის ან ზარალის ანაზღაურებისთვის.ისინი არ აიან დაზიანებასა და დაკარგვაზე პასუხისმგებელი ერთეულები.
სავიზო განაცხადების ცენტრში გაწეული მომსახურებისთვის ყველა საფასური განთავსებულია ვებგვერდზე და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
VFS მიერ ვებგვერდზე მოცემულია ბმულები, რომლებიც განმცხადებლებს შეუძლიათ გამოიყენონ დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით. ამასთანავე, თუ განმცხადებელი მითითებულ ბმულზე მიიღებს ინფორმაციას, გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ვებგვერდები ასევე მოქმედებენ თავიანთი პირობების შესაბამისად.
პირობები რეგულირდება ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად და დავების შემთხვევაში რეგულირდება ადგილობრივი სასამართლოთი.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. შესავალი
VFS Worldwide Holdings Ltd. და მისი საერთაშორისო კომპანიები და შვილობილი კომპანიები (“VFS Global,” ან “ჩვენ”) წარმოადგენს კანადის იმიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის სამსახურის (IRCC)ავტორიზებულ კონტრაქტორს, რომელიც უფლებამოსილია უზრუნველყოს დროებითი ბინადრობის ვიზის, ნებართვის და სამგზავრო დოკუმენტების განაცხადების დამუშავებასთან („სავიზო განაცხადის პროცესი“) დაკავშირებული ადმინისტრაციული მხარდაჭერის და ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების მომსახურება.
2. გამოყენების სფერო
ეს კონფიდენციალურობის შეტყობინება ვრცელდება VFS Global-ის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დამატებითი სერვისების მიწოდებაზე.
ინფორმაციისათვის იმის შესახებ, თუ როგორ აგროვებს ან იყენებს პერსონალურ მონაცემებს IRCC „სავიზო განაცხადის პროცესთან“ დაკავშირებით, გთხოვთ, ეწვიოთ კონფიდენციალურობის შეტყობინებას ან ინფორმაციის გამჟღავნების სექციას შესაბამისი განაცხადის ფორმაში ან მათ ვებგვერდზე.
დამატებითი სერვისები
VFS Global-ის მიერ გაწეული დამატებითი სერვისები, რომლებიც შედის ამ კონფიდენციალურობის შეტყობინების მოქმედების სფეროში, არის შემდეგი:
სავიზო განაცხადის ცენტრში (VAC) ვიზიტის დაჯავშნა.
განაცხადის/დოკუმენტის მონიტორინგი და გადაგზავნა.
სავიზო განაცხადის თვითმომსახურების კომპიუტერების უზრუნველყოფა.
კურიერის მიერ დოკუმენტის მიტანის სერვისები.
შემდგომში მოხსენიებული როგორც (“სერვისები”).
სავალდებულო არაა „სერვისებისთვის“ თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდება, თუმცა, საჭირო პერსონალური მონაცემების მიწოდების გარეშე ჩვენ არ შეგვეძლება ამ მომსახურების გაწევა.
როგორც კანადის იმიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის სამსახურის (IRCC) ავტორიზებული კონტრაქტორი, VFS Global იცავს IRCC-ის ინსტრუქციებსა და ვალდებულებებს „სავიზო განაცხადის პროცესთან“ დაკავშირებული პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენება, გამჟღავნება, დაცვა, შენახვასა და განკარგვასთან მიმართებით.
VFS Global-ის მიერ გაწეულ სერვისებთან დაკავშირებით, ეს კონფიდენციალურობის შეტყობინება აღწერს:
თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვების და გამოყენების მიზანს და უფლებამოსილებას;
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ მხარეებს;
როგორ დაუკავშირდეთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირებს;
რატომ გროვდება თქვენი მონაცემები;
რა მონაცემები გროვდება;
თქვენი მონაცემების საზღვრებს გარეთ გადაცემა;
რამდენ ხანს ინახება თქვენი მონაცემები;
ვის ვუზიარებთ თქვენს ინფორმაციას;
თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით თქვენი პირადი უფლებები;
თქვენი პერსონალური მონაცემების წვდომა ან განახლება;
როგორ არის თქვენი მონაცემები დაცული;
ვის უნდა დაუკავშირდეთ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული კითხვებით?
ჩვენ შეიძლება ეს შეტყობინება დრო და დრო შევცვალოთ, ამიტომ გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ ხოლმე მოცემული გვერდი იმისთვის, რომ ინფორმირებული იყოთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
თუკი გაქვთ რაიმე კითხვა ამ კონფიდენციალურობის შეტყობინებასთან ან ჩვენს კონფიდენციალურობის წესებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდით ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს
3. შეგროვების და დამუშავების მიზანი და უფლებამოსილება.
უფლებამოსილი პირი:
VFS Globalარის IRCC-ის მიერ უფლებამოსილი პირი, რომ განახორციელოს დროებითი ბინადრობის ვიზის, ნებართვის და სამგზავრო დოკუმენტების განაცხადების დამუშავებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მხარდაჭერის და ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების მომსახურება. IRCC ზღუდავს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც უნდა შეგროვდეს, გამოყენებულ იქნას ან გამჟღავნდეს VFS Global-ის მიერ სავიზო განაცხადის პროცესში. ამ პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ფიზიკური პირებისგან პერსონალური მონაცემების შეგროვების უფლებამოსილება (სამართლებრივი საფუძველი) შემდეგი სერვისების გასაწევად:
სავიზო განაცხადის ცენტრში (VAC) ვიზიტის დაჯავშნა.
განაცხადის/დოკუმენტის მონიტორინგი და გადაგზავნა.
სავიზო განაცხადის თვითმომსახურების კომპიუტერების მიწოდება
უზრუნველყოფილია IRCC-ის მიერ IRCC-სა და VFS Global-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილის სახით.
კურიერის მიერ დოკუმენტების მიტანის კომერციული სერვისის გაწევის შემთხვევაში, თუკი ეს დაშვებულია თქვენი ბინადრობის ქვეყნის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით, თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების უფლებამოსილების სახით ჩვენ გამოვიყენებთ „ხელშეკრულების შესრულების“ სამართლებრივ საფუძველს.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ ყიდულობთ კურიერის მიერ დოკუმენტის მიწოდების დამატებით სერვისს, თქვენ დებთ ჩვენთან ხელშეკრულებას ამ სერვისის მიწოდებაზე. თუკი ცხადია, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ სერვისის მიწოდებას თქვენი ზოგიერთი პერსონალური მონაცემის შეგროვების და გამოყენების გარეშე, ხელშეკრულების დადებით იგულისხმება, რომ თქვენ გვაძლევთ ნებართვას (თანხმობას) თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და გამოყენებაზე. მაგალითად, კურიერის სერვისის უზრუნველსაყოფად ჩვენ გვჭირდება მიწოდების მისამართი.
თუკი თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა არ იცნობს „ხელშეკრულების შესრულების“ სამართლებრივ საფუძველს, მაშინ ჩვენ მოგთხოვთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვების შესახებ თქვენს მკაფიოდ გამოხატულ თანხმობას, იმისთვის რომ მიიღოთ ჩვენგან დოკუმენტები კურიერის ხელით.
მიზანი:
პერსონალური მონაცემების შეგროვება და გამოყენება ხდება მხოლოდ სავიზო აპლიკაციებისა და ქვემოთ აღწერილი სერვისების გაწევის მიზნით. ჩვენ არ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს რაიმე სხვა მიზნით.
VFS-ისთვის პერსონალური მონაცემების მიწოდება ნებაყოფლობითია. თუმცა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პერსონალური მონაცემების მიწოდებაზე თქვენმა უარმა შესაძლოა შეზღუდოს ჩვენგან მოთხოვნილი სერვისების გაწევის შესაძლებლობა. პერსონალური ინფორმაცია გროვდება პირდაპირ განმცხადებლისგან ან მისი სახელით, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისგან.
4. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირები;
სავიზო განაცხადის პროცესი:
IRCC პასუხისმგებელია იმ პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე, რომელიც თქვენ შეგაქვთ სავიზო განაცხადის ფორმაში და თქვენი სავიზო განაცხადის დამუშავებასთან დაკავშირებით, თქვენგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებაზე. ეს როლი ცნობილია სახელით - „ორგანიზაცია“ კანადის პერსონალური ინფორმაციის დაცვისა და ელექტრონული დოკუმენტის აქტის (PIPEDA) თანახმად. ეს როლი შესაძლოა ასევე ცნობილი იყოს სახელით: „მონაცემთა მაკონტროლებელი“, „მონაცემთა შემნახველი“ ან სხვა ამის მსგავსი სახელით თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის მიხედვით.
გთხოვთ, იხილოთ ეს ბმული დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ როგორ იცავს IRCC თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
დამატებითი „სერვისების“ დამუშავება:
როდესაც VFS Global თქვენი მოთხოვნით გაწვდით დამატებით „სერვისებს“, როგორიცაა კურიერის მიერ დოკუმენტის მიწოდება, VFS Global პასუხისმგებელია იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რომელსაც გვაწვდით ამ სერვისებთან დაკავშირებით.
5. როგორ დაუკავშირდეთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირებს?
IRCC-ის საკონტაქტო მონაცემებია:
365 ლორიერის გამზირი W, ოტავა, ON K1P 6A6, კანადა.
ან ამ ბმულის მეშვეობით.
VFS Global-ის საკონტაქტო მონაცემებია:
VF Worldwide Holdings Ltd,
ოთახი 3205, 32-ე სართული,
ჯუმეირას ბიზნეს ცენტრი (Jumeirah Business Center),
1 კოშკი, ჯგუფი G,
ჯუმეირა ლეიქსის კოშკები (Jumeirah Lakes Towers),
საფოსტო ყუთი 114100,
დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები.
ან ელფოსტა: მონაცემთა დაცვის ოფიცერი
6. რატომ გროვდება თქვენი მონაცემები.
თქვენი პერსონალური მონაცემები გროვდება იმისთვის, რომ:
გაწეულ იქნას IRCC-ისთვის დროებითი ბინადრობის ვიზის, ნებართვის და სამგზავრო დოკუმენტების განაცხადების დამუშავებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მხარდაჭერის და ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების მომსახურება.
და იმისთვის, რომ:
დაჯავშნოთ ვიზიტი სავიზო განაცხადის ცენტრში (VAC)
დავადასტუროთ თქვენი ვინაობა, როდესაც მოხვალთ თქვენი გადაწყვეტილების კონვერტის ასაღებად;
მოგცეთ შესაძლებლობა თვალი ადევნოთ თქვენი განაცხადის განხილვის პროცესს;
მოგაწოდოთ თქვენი მოთხოვნილი დამატებითი სერვისები;
7. რა ინფორმაცია გროვდება
ინფორმაცია, რომელიც შეიძლება შეგროვდეს.
როდესაც VFS Globalახორციელებს სავიზო განაცხადის პროცესთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ მხარდაჭერას და ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების სერვისებს:
განმცხადებლებს შესაძლოა ვთხოვოთ წარმოადგინონ სავიზო განაცხადის პროცესისთვის კონკრეტული პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის:
სახელი,
ფოტოსურათი,
მისამართი,
დაბადების თარიღი,
ტელეფონის ნომერი,
საპასპორტო ინფორმაცია,
დაბადების მოწმობა,
შემოსავლების/ფინანსური ინფორმაცია
მოქალაქეობის სტატუსი,
ოჯახური მდგომარეობა,
ინფორმაცია დასაქმების შესახებ,
ინფორმაცია ნასამართლობის შესახებ
ინფორმაცია განათლების შესახებ.
ბიომეტრიული მონაცემები.
დეტალური ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ როგორ ხდება თქვენი ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება და დაცვა, გთხოვთ, იხილოთ ესბმული
ზემოაღნიშნული პერსონალური ინფორმაცია გროვდება იმისთვის, რომ კანადის იმიგრაციის, ლტოლვილთა, მოქალაქეობის სამსახურს (IRCC) მიეწოდოს ინფორმაცია, რაც საჭიროა თქვენი ვიზების და ნებართვების მოთხოვნების დასამუშავებლად. ეს პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნას თქვენი პასპორტის და დოკუმენტების დასაბრუნებლად, როცა განაცხადს დაამუშავებს IRCC განაცხადის წარდგენის დროს დაშვებული ფორმით.
CCTV (ვიდეომეთვალყურეობის) სისტემები გამოიყენება სავიზო განაცხადების ჩვენს ცენტრებში, სადაც ეს დაშვებულია ადგილობრივი კანონმდებლობით იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ განმცხადებლების და თანამშრომლების უსაფრთხოება. CCTV კადრები შემდგომ იშლება ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. სავიზო განაცხადების ცენტრებში CCTV-ის გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს.
სატელეფონო ცენტრი განაცხადის სტატუსი:
განმცხადებლებს შეუძლიათ აირჩიონ საკუთარი სახელის და საქმის ნომრის ან განაცხადის უნიკალური საძიებო კოდის (tracking ID) ტელეფონით დასახელება იმისთვის, რომ მიიღონ ინფორმაცია მათი სავიზო, ნებართვის ან სამგზავრო დოკუმენტის განცხადების სტატუსზე.
განცხადების ონლაინ კონტროლი:
განმცხადებლებს ვთხოვთ დაბადების მოწმობის ან საძიებო კოდის წარმოდგენას ჩვენს ვებგვერდზე მათი განცხადების სტატუსის შესამოწმებლად.
განმცხადებლის კითხვები:
ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ კონკრეტული, შეზღუდული მოცულობის პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა მაგალითად:
სახელი და გვარი.
დაბადების თარიღი,
ტელეფონის ნომერი,
ქუჩის მისამართი,
ელფოსტის მისამართი,
განცხადების თარიღი,
საძიებო კოდი;
როდესაც ტელეფონით გვიკავშირდებით რაიმე კითხვით ან კომენტარით, არ უნდა მოგვაწოდოთ იმაზე მეტი პერსონალური მონაცემი, ვიდრე კომუნიკაციისას მოგთხოვენ. განმცხადებლებს ვურჩევთ, რომ არ გაამჟღავნონ ელფოსტით მოთხოვნილი სასურველი სერვისის ან განაცხადის კონკრეტული ხასიათი.
ინფორმაცია, რომელიც VFS Global-მა შეიძლება მოითხოვოს დამატებითი „სერვისების“ გასაწევად.
VFS Global-მა შეიძლება მოითხოვოს შემდეგი საკონტაქტო ინფორმაცია მოთხოვნის შემთხვევაში კურიერის მიერ დოკუმენტის მიწოდების „სერვისის“ განსახორციელებლად:
სახელი და გვარი.
მიწოდების ადგილი,
მობილური ტელეფონის ნომერი.
ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება, როდესაც სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს:
მრავალი სხვა ვებგვერდის მსგავსად, VFS Global-ის ვებგვერდები იყენებს ქუქი-ფაილებს (Cookies). „ქუქი“ ეს არის ინფორმაციის მცირე ფრაგმენტები, რომელსაც ორგანიზაცია უგზავნის თქვენს ბრაუზერს და ინახება თქვენს მოწყობილობაზე. ერთ-ერთი მიზანი, რისთვისაც მას ვიყენებთ, არის თქვენი საძიებო მოქმედებების და ჩვევების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებაში დახმარება, მაგრამ ისინი არ ახდენს თქვენი როგორც ინდივიდის, ჩვენს წინაშე იდენტიფიკაციას. სხვა მიზნებს შეადგენს თქვენთვის სასურველი ენის დაყენება და თქვენი ბრაუზერისთვის იმის მითითება, თუ რომელი გვერდები ნახეთ უკვე იმისთვის, რომ შეძლოთ „უკან“ ფუნქციის გამოყენება. ქუქი-ფაილები გვეხმარება ჩვენი ვებგვერდების გაუმჯობესებაში და უფრო მეტად პერსონიზირებული მომსახურების მოწოდებაში.
ჩვენ გაძლევთ არჩევანს, მიიღოთ ან უარი თქვათ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, როდესაც სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდებს და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები ამ ღილაკით.
8. თქვენი მონაცემების საზღვრებს გარეთ გადაცემა;
იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი სავიზო განაცხადის განხილვას და მოგაწოდოთ ისეთი სერვისები, როგორიცაა ვიზიტის დაჯავშნა და თქვენი განაცხადის კონტროლი, ჩვენ გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას VFS Global-ის შიგნით, კანადაში მდებარე ჩვენს ერთ-ერთ მონაცემთა ცენტრს, როგორც ამას მოითხოვს კანადასთან დადებული ჩვენი ხელშეკრულება.
სავიზო განაცხადისთვის თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები პირდაპირ გაიგზავნება უშუალოდ IRCC-ის შესაბამის ოფისში, რომელიც ამუშავებს სავიზო განაცხადებს. IRCC-ის შესაბამისი ოფისი შესაძლოა არ იყოს თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში.
მონაცემთა ლოკალიზაცია:
თუკი თქვენი ადგილობრივი კანონმდებლობა მოითხოვს, რომ პერსონალური მონაცემები დარჩეს თქვენს ქვეყანაში, მაშინ VFS Global დაემორჩილება ამ კანონს. ეს ეხება მხოლოდ იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც შეგროვდა დამატებითი სერვისების გაწევის მიზნით, როგორც ეს აღნიშნულია ზემოთ მე-2 პუნქტში („დანიშნულების სფერო“).
თუკი გსურთ მეტი შეიტყოთ ჩვენი მონაცემთა გადაცემის წესების შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდით ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს.
9. რამდენი ხნით ინახება თქვენი მონაცემები?
თქვენი სავიზო განაცხადის პერსონალური მონაცემები იშლება VFS Global-ის სისტემებიდან კანადის დიპლომატიური მისიისთვის წარმატებით გადაცემის შემდეგ.
მხოლოდ თქვენი სახელი და საკონტაქტო მონაცემები, ისევე როგორც პასპორტის ნომერი, ინახება ვიზიტის დაჯავშნის, თქვენი სავიზო განაცხადის განხილვის პროცესის კონტროლის და თქვენთვის თქვენი დოკუმენტების დაბრუნების მიზნით. ეს პერსონალური მონაცემები განადგურდება თქვენთვის მომსახურების მიწოდებიდან (30) ოცდაათი დღის გასვლის შემდეგ ან როგორც ამას დათანხმდება კანადა.
თუკი თქვენ იყენებთ თვითმომსახურების კომპიუტერს ჩვენს VAC-ში, ამ კომპიუტერში შეყვანილი მონაცემები ყოველი სესიის შემდეგ იშლება.
თუკი დაგვიკავშირდებით შემდგომი კითხვებით ან საჩივრით, ჩვენ შესაძლოა შევინახოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, განაცხადის საძიებო ნომერი იმ დროით, რაც საჭიროა საკითხის გადასაჭრელად.
ჩვენ კანონით მოგვეთხოვება ზოგიერთი ინფორმაციის შენახვა ჩვენი საკანონმდებლო ვალდებულებების შესასრულებლად (მაგალითად, ინვოისები საგადასახადო კანონმდებლობისთვის).
10. ვის ვუზიარებთ თქვენს ინფორმაციას?
ჩვენ, როგორც სერვისის უფლებამოსილი მიმწოდებლები, თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვუზიარებთ კანადის მთავრობას. ეს ინფორმაცია მოიცავს თქვენ მიერ თქვენი სავიზო განაცხადის დასასაბუთებლად მოწოდებულ პერსონალურ ინფორმაციას.
ჩვენ არ გავუზიარებთ თქვენს ინფორმაციას თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებს, მაგალითად დოკუმენტების საკურიერო კომპანიას. ეს თანხმობა შესაძლოა იყოს პირდაპირი, მაგალითად, როდესაც თქვენ სიტყვიერად აცხადებთ თანხმობას, წერილობით, ან ონლაინ, ან ნაგულისხმევი, როდესაც თქვენ დებთ ჩვენთან ხელშეკრულებას არჩევითი, დამატებითი სერვისის მოსაწოდებლად.
ჩვენ გვყავს მხოლოდ ისეთი პარტნიორები, რომელთაც დანერგილი აქვთ მონაცემთა დაცვის დამაკმაყოფილებელი ზომები და რომლებიც მოწონებულია კანადის მთავრობის მიერ.
ჩვენ პერსონალურ ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას მოგვთხოვს საჯარო ორგანო და მხოლოდ მაშინ, როცა ეს მოთხოვნა გამყარებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით და კანადის ნებართვით.
ასევე, ჩვენ შესაძლოა ინფორმაცია გავუზიაროთ კანადის მთავრობას თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის შესახებ საჩივართან, მოთხოვნასთან, მონაცემებთან წვდომის მოთხოვნასთან დაკავშირებით ან როდესაც ამას მოითხოვს კანადის მთავრობა.
11. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით თქვენი პირადი უფლებები;
თქვენი ქვეყნის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ კონკრეტული უფლებები დამატებითი სერვისების მოთხოვნისას თქვენ მიერ მოწოდებულ პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
ეს უფლებებია:
უფლება იყოთ ინფორმირებული, თუ როგორ გამოიყენება თქვენი პერსონალური ინფორმაცია.
თქვენი პერსონალური ინფორმაციის წვდომისა და ასლის მიღების უფლება.
შესწორების უფლება, თუკი თქვენი პერსონალური ინფორმაცია არასწორია.
თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლის უფლება. (როცა ეს დაშვებულია კანონით).
თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვის უფლება.
მონაცემთა პორტირების უფლება.
თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაზე უარის თქმის უფლება.
გადაწყვეტილების ავტომატიზებულ მიღებასთან და პროფილირებასთან დაკავშირებული უფლებები.
შენიშვნა: ზოგიერთ უფლებასთან წვდომა შესაძლოა განსხვავდებოდეს თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის და იმ დანიშნულების ქვეყნის მიხედვით, სადაც განაცხადი კეთდება.
თქვენს უფლებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
კანადის მონაცემთა დაცვის კომისრის სამსახური
ვიქტორიას ქუჩა 30
გატინო, კვებეკი, კანადა
K1A 1H3
https://www.priv.gc.ca/en/report-a-concern/
ან დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს.
12. თქვენი პერსონალური ინფორმაციის წვდომა ან განახლება
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ წვდომა და მოითხოვოთ იმ ინფორმაციის ასლი, რომელსაც VFS Globalინახავს თქვენზე. ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ წვდომა ან ასლი იმ პერსონალური ინფორმაციისა, რომელიც მოგვაწოდეთ თქვენი სავიზო განაცხადის გასამყარებლად, ამისათვის თქვენ უნდა დაუკავშირდეთ IRCC-ის შესაბამის ოფისს.
თუკი თქვენ მოითხოვეთ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე, ჩვენ სიხარულით შევასრულებთ ამ მოთხოვნას, შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების და გამონაკლისების გათვალისწინებით. მონაცემების თქვენთვის მოწოდებამდე, ჩვენ მოგთხოვთ ვინაობის დადასტურებას და საკმარის ინფორმაციას ჩვენთან თქვენი კომუნიკაციის შესახებ იმისათვის, რომ მოვიძიოთ შესაბამისი მონაცემები.
თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან წვდომა.
13. როგორ არის თქვენი მონაცემები დაცული?
როდესაც გვაძლევთ პერსონალურ ინფორმაციას, ჩვენ ვიღებთ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი იყოს დაცული. ნებისმიერი სენსიტიური ინფორმაცია არის დაშიფრული და დაცული როგორც გადაცემის, ისე მისი შენახვის დროს. ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს კანადის მთავრობასთან ჩვენი ხელშეკრულებით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ადგენს, რომ კონტრაქტორი ვალდებულია ნებისმიერ დროს უზრუნველყოს ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა, როგორც ეს განმარტებულია კანადის კანონმდებლობით, კერძოდ პირადი ცხოვრების დაცვის აქტით (1985) და პერსონალური ინფორმაციის დაცვის და ელექტრონული დოკუმენტების შესახებ აქტით (2000).
ჩვენი სავიზო განაცხადის ცენრები სერტიფიცირებულია ინფორმაციის გამოყენების უსაფრთხოების ISO/IEC 27001:2013სტანდარტით. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ VFS-ის მხრიდან თქვენი ინფორმაციის გამოყენება შემოწმებული და დადასტურებულია დამოუკიდებელი მხარის მიერ.
ჩვენს ვებგვერდებზე, როდესაც თქვენ ხართ უსაფრთხო გვერდზე, ვებ ბრაუზერების უმრავლესობაში მისამართის ველში გამოჩნდება ბოქლომის სიმბოლო. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის გადაცემა თქვენი ბრაუზერიდან ჩვენს ვებ სერვერებზე დაშიფრულია მის დასაცავად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტრონული წერილები შესაძლოა ინტერნეტით დაუშიფრავად იქნას გადაცემული და ეს ვერასოდეს იქნება 100%-ით უსაფრთხო. ამდენად, არ მიუთითოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ელექტრონულ წერილში, როდესაც გვიკავშირდებით. თუკი ასე მოიქცევით, იცოდეთ, რომ ამას თქვენი რისკით აკეთებთ.
14. ვის უნდა დაუკავშირდეთ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე?
თუკი მიგაჩნიათ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია არასწორად დამუშავდა ან თუ გაქვთ პრეტენზია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება/გამოყენებასთან დაკავშირებით, თქვენ გაქვთ ჩივილის უფლება.
თქვენ შეგიძლიათ საჩივარი წარუდგინოთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს ან კანადის მონაცემთა დაცვის კომისრის სამსახურს, იმაზე მითითებით, თუ რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები შეილახა VFS Global-ის მიერ მონაცემთა დამუშავების შედეგად.
თქვენი უფლებების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
კანადის მონაცემთა დაცვის კომისრის სამსახური
ვიქტორიას ქუჩა 30
გატინო, კვებეკი, კანადა
K1A 1H3
https://www.priv.gc.ca/en/report-a-concern/
VFS Global-ის ევროკავშირის მთავარი საზედამხედველო ორგანო არის:
ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია
ფიცუილიამის მოედნის 21 სამხრეთ
დუბლინი
D02 RD28
დაგვიკავშირდით.
ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა გქონდეთ კითხვები ამ კონფიდენციალურობის შეტყობინებასთან ან ჩვენი კონფიდენციალურობის წესებთან დაკავშირებით. გთხოვთ, დაგვიკავშირდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებით:
VFS Global ჯგუფის მონაცემთა დაცვის ოფიცერი:
ელფოსტა: DPO @ vfsglobal.com
საფოსტო მისამართი:
VF Worldwide Holdings Ltd,
ოთახი 3205, 32-ე სართული,
ჯუმეირას ბიზნეს ცენტრი (Jumeirah Business Center),
1 კოშკი, ჯგუფი G,
ჯუმეირა ლეიქსის კოშკები (Jumeirah Lakes Towers),
საფოსტო ყუთი 114100,
დუბაი,
არაბეთის გაერთიანებული საამიროები.
უფრთხილდით თაღლითურ სამსახურებრივ შემოთავაზებებს
თაღლითობა/ დასაქმების შემოთავაზებები
VFS ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ გარკვეული პირები ან სააგენტოები თავიანთ თავს აიგივებენ ჩვენს წარმომდგენლებად ან შუამავლებად, რაც შესაძლებელია იყოს თაღლითური შეთავაზების ნაწილი, განიზრახონ გამოსძალონ ფული ადამიანებს ან მოიპარონ მათი პერსონალური ინფორმაცია. ჩვენი რეკომენდაციაა ყურადღებით იყოთ მსგავსი შემთხვევების არსებობის შემთხევაში, განსაკუთრებით თუ ისინი ითხოვენ თქვენგან თანხის გადარიცხვას სამუშაო ვიზის დაპირების ან სამუშაო შეთავაზების სანაცვლოდ. მსგავსი შეთავაზებები არის სრული სიყალბე და არ არის ვალიდური. VFS Global არ წარმოადგენს სამსახურებრივი შერჩევის დაწესებულებას, შესაბამისად იგი არ სთავაზობს ადამიანებს მსგავს მომსახურებას. თაღლითური სქემის მონაწილენი ძირითადად მოქმედებენ ინტერნეტის, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის, ა.შ. საშუალებით. ჩვენ გვსურს გაგაფრთხილოთ სავარაუდო საფრთხეების თაობაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ VFS Global არის სავიზო განაცხადების მიმღები ორგანიზაცია და ჩვენ ვმუშოაბთ მხოლოდ სამთავრობო და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელების ან სავიზო განაცხადების კუთხით.არც VFS Global და არც ჩვენი წარმომადგნელები არ სთხოვენ ფულს ადამიანებს დასაქმების მოტივებით. თუ თქვენ მიიღებთ მსგავს შეთავაზებას VFS Global სახელით , სადაც ფულს ითხოვენ, იცოდეთ აღნიშნული წარმოადგენს თაღლითობას.
თაღლითობის გამაფრთხილებელი ნიშნები
თაღლითობის თაობაზე, გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, რომელიც არ შეესაბამება VFS Global პროცედურებსა და ეთიკურ ნორმებს :
VFS Global მხრიდან ელექტრონული ფოსტით შეტყობინება არ იგზავნება ისეთი პლატფორმებისგან , როგორიცაა: Hotmail, Gmail, Outlook, Yahoo, etc. შესაძლებელია ელექტრონული ფოსტა გამოგზავნილი იყოს ყალბი მისამართიდა.
თუ თქვენ გთხოვენ გაამჟღავნოთ პირადი ან კონფიდენციალური ინფორმაცია.
თუ თქვენ ინტერვიუეს სატელეფონო კომუნიკაციით გინიშნავენ ან მესენჯერის ტიპის პროგრამით.
თუ თქვენ მოგეთხოვათ საფასურის/თანხის გადახდა.
თუ თქვენ მოგეთხოვათ დასაქმების ან განაცხადის სხვა ფორმის შევსება (VFS Global სახელით ან ლოგოს გამოყენებით შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე).
დაჟინებულობა დაუყონებლივ რეაგირებაზე.
თანხის მოთხოვნა სამუშაო უფლების, სავიზო განაცხადის , და ა.შ. მიზნით .
მსგავსი ტიპის ქმედებები კვალიფიცირდება როგორც თაღლითობის ან პერსონალური ინფორმაციის მოპოვების არაკანონიერ მცდელობად.
აღნიშნული პირების ქმედებები მოიცავს კრიმინალური და სამოქალაქო ვალდებულებებს. ჩვენ საკითხს განვიხილავთ სერიოზულად და ვიტოვებთ უფლებამოსილებას აღნიშნულის თაობაზე სამართლებრივი ნორმების შესაბამისად მივმართოთ საგამოძიებო ორგანოებს.
ამასთანავე, თუ თქვენ მიიღებთ თხოვნას, ვერბალურად ან წერილობით,ინტერვიუსთან დაკავშირებით ან სამუშაო შეთავაზების თაობაზე რომელიც თვლით, რომ საეჭვოა და თაღლითურია, გთხოვთ უგულებელყავით ისინი. ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით [email protected]
თუ თქვენთვის ცნობილი გახდა თაღლითობა, ჩვენი რეკომენდაციაა დაუკავშირდეთ ადგილობრივ პოლიციას და/ან კომპეტენტურ ორგანოებს, პარალელურად, გვაცნობოთ აღნიშნულთან დაკავშირებით მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
მსგავსი გარემოების გათვალისწინებით VFS Global არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ტიპის დანაკარგის, დაზიანების, ხარჯისა თუ არასახარბიელო შედეგების დადგომისთვის არაავტორიზებული პირებისა და/ან აქტივობებისგან.
მომსახურების საფასურები სავიზო განაცახდების ცენტრში:
| ფასების ცხრილი (ერთ განმცხადებელზე) | კანადური დოლარი (დღგ-ს ჩათვლით) | თანხა ლარში (დღგ-ს ჩათვლით) |
|---|---|---|
ქსეროქსი | $0.25 | 0.55 |
ბეჭდვა | $0.49 | 1.05 |
მოკლე ტექსტური შეტყობინება | $3.00 | 6.30 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 1 (თითო განაცხადზე) | $4.54 | 9.55 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 2 (თითო განაცხადზე) | $9.07 | 19.05 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 3 (თითო განაცხადზე) | $9.07 | 19.05 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 4 (თითო განაცხადზე) | $9.07 | 19.05 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 5 (თითო განაცხადზე) | 22.68 | 47.65 |