მომსახურების საფასური
მომსახურების საფასური
მომსახურების საფასური, რომელიც ძალაში შედის 2026 წლის 1 მაისიდან
თუ მოგეთხოვებათ თქვენი ბიომეტრიული მონაცემების წარდგენა თქვენი IRCC განაცხადის ნაწილის სახით, თქვენ გადაიხდით ბიომეტრიის საფასურს კანადის მთავრობისთვის. ბიომეტრიის საფასური მოიცავს:
თქვენი თითის ანაბეჭდებისა და ციფრული ფოტოს შეგროვებას VAC-ში
თქვენი პასპორტის გადაგზავნას IRCC-სა და იმ VAC-ს შორის, სადაც ბიომეტრია ჩააბარეთ
ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ბიომეტრიულ მონაცემებს წარადგენთ VAC-ში, ასევე მიიღებთ ერთი პასპორტის გადაგზავნის მომსახურებას. ეს მომსახურება მოიცავს თქვენი საბუთების გაგზავნას იმ VAC-დან, სადაც ბიომეტრია ჩააბარეთ IRCC- სთვის, და მას შემდეგ, რაც IRCC მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენს განაცხადზე — პასპორტის დაბრუნება იმავე VAC-ში.
არსებობს გარკვეული გამონაკლისებიც. ყურადღებით წაიკითხეთ, რათა განსაზღვროთ, გეხებათ თუ არა:
თუ უკვე გამოიყენეთ თქვენი ერთი პასპორტის გადაგზავნის უფლება, დაგჭირდებათ დამატებითი პასპორტის გადაგზავნის საფასურის გადახდა, რათა IRCC-ის დამატებითი საბუთები გაუგზავნოთ.
თუ ბიომეტრია ჩააბარეთ ერთი VAC -ის ლოკაციაზე და საბუთებს წარადგენთ სხვა VAC - ის ლოკაციაზე, დაგჭირდებათ პასპორტის გადაგზავნის საფასურის გადახდა. პასპორტის გადაგზავნის საფასურიდან თავისუფლდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბუთებს წარადგენთ იმავე VAC - ის ლოკაციაზე, სადაც ბიომეტრია ჩააბარეთ.
თუ ბიომეტრიული მონაცემების წარდგენა საჭირო არ არის, თქვენ მაინც მოგიწევთ პაკეტის გადაგზავნის საფასურის გადახდა, რათა თქვენი საბუთები VAC-ის საშუალებით IRCC-ს გაუგზავნოთ.
ტრანზიტული ვიზები:
თუ თქვენ მოგზაურობთ კანადის გავლით სხვა ქვეყანაში და გზად კვეთავთ კანადის ტერიტორიას, შესაძლოა დაგჭირდეთ ტრანზიტ ვიზაზე განაცხადის გაკეთება და ბიომეტრიის ჩაბარება. თუმცა, ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ კანადის მთავრობისთვის ბიომეტრიის საფასურის გადახდა. რადგან ბიომეტრიის საფასურს არ იხდით, მოგიწევთ პასპორტის გადაგზავნის საფასურის გადახდა, რათა თქვენი საბუთები VAC-ის საშუალებით IRCC-ს გაუგზავნოთ.
შეიძლება არ დაგჭირდეთ კანადის ტრანზიტ ვიზა, თუ მოგზაურობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეწვიეთ IRCC-ს ვებსაიტს, რათა მეტი გაიგოთ ტრანზიტ ვიზების შესახებ და გაიგოთ, ვის სჭირდება განაცხადის გაკეთება: IRCC – Transit through Canada
IRCC-ში ქაღალდის ფორმატში განაცხადის წარდგენა VAC-ის საშუალებით:
IRCC ძირითადად იღებს ონლაინ განაცხადებს უმეტესი იმიგრაციის პროგრამებისთვის, თუმცა არსებობს გარკვეული გამონაკლისები. ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ქაღალდის ფორმატში განაცხადის წარდგენა (ბიომეტრიული მონაცემებით ან მათ გარეშე) IRCC-ში VAC-ის მეშვეობით. ქაღალდის განაცხადის წარდგენა VAC-ის საშუალებით საჭიროებს („vac - ის თანამშრომლის მიერ გაწეული მომსახურება - ქაღალდის განაცხადი“ ) საფასურის გადახდას.
გადახდის მეთოდები თქვენი IRCC განაცხადისა და ბიომეტრიისთვის:
თქვენი განაცხადისთვის კანადის მთავრობის მოსაკრებლების გასასახადის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ IRCC-ს ვებსაიტზე. შეიტყვეთ, როგორ გადაიხადოთ ეს მოსაკრებლები აქ: IRCC – How to pay your fees.
შენიშვნა: VAC-ში შეუძლებელია თქვენი კანადის მთავრობის მოსაკრებლების ნაწილობრივი ან სრული ანაზღაურება. ანაზღაურებაზე მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ IRCC-ს ვებსაიტზე, შესაბამისი ფორმის შევსებით. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: IRCC – Ask for a refund.
VAC სერვისებისთვის:
პირადად - ნაღდი ანგარიშსწორებით
ფოსტის საშუალებით - თანხა შეგიძლიათ გადაიხადოთ საბანკო გადარიცხვით “VF მომსახურების საფასურები საქართველო“ სახელწოდებით მხოლო ქართულ ლარში. იხილეთ საბანკო გადარიცხვისთვის საჭირო რეკვიზიტები: თიბისი ბანკი
SWIFT: TBCBGE22,
IBAN: GE02TB0600000035603208 (ქართულ ლარში),
Recepient: IOM
მიმღები : მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
კანადის მთავრობის სახელზე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, ეწვიეთ ბმულს
მომსახურების საფასურები სავიზო განაცახდების ცენტრში:
| ფასების ცხრილი (ერთ განმცხადებელზე) | კანადური დოლარი (დღგ-ს ჩათვლით) | თანხა ლარში (დღგ-ს ჩათვლით) |
|---|---|---|
ქსეროქსი | $0.25 | 0.55 |
ბეჭდვა | $0.49 | 1.05 |
მოკლე ტექსტური შეტყობინება | $3.00 | 6.30 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 1 (თითო განაცხადზე) | $4.54 | 9.55 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 2 (თითო განაცხადზე) | $9.07 | 19.05 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 3 (თითო განაცხადზე) | $9.07 | 19.05 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 4 (თითო განაცხადზე) | $9.07 | 19.05 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 5 (თითო განაცხადზე) | 22.68 | 47.65 |
მომსახურების საფასურები სავიზო განაცახდების ცენტრში:
| ფასების ცხრილი (ერთ განმცხადებელზე) | კანადური დოლარი (დღგ-ს ჩათვლით) | თანხა ლარში (დღგ-ს ჩათვლით) |
|---|---|---|
| საბუთების გადაგზავნა (ფასი ერთ განმცხადებელზე) | $184.58 | 387.60 |
| თანამშრომლის მიერ გაწეული მომსახურება - ონლაინ ფორმა (eTA) (ფასი ერთ ფორმაზე) | $4.00 | 8.40 |
| თანამშრომლის მიერ გაწეული დახმარება - განაცხადის საფასური (ფასი ერთ განაცხადზე) | $20.75 | 43.60 |
| თანამშრომლის მიერ გაწეული დახმარება - სკანირება (ფასი ერთ გვერდზე) | $0.98 | 2.05 |
| თვითმომსახურება (ფასი ერთ საათზე) | $7.74 | 16.25 |
| ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 1 (თითო განაცხადზე) | 4.54 | 9.55 |
| ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 2 (თითო განაცხადზე) | $9.07 | 19.05 |
| ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 3 (თითო განაცხადზე) | $9.07 | 19.05 |
| ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 4 (თითო განაცხადზე) | $9.07 | 19.05 |
| ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 5 (სოფლები) (თითო განაცხადზე) | $22.68 | 47.65 |
| ასლის გადაღება (ერთი გვერდის ფასი) | 0.25 | 0.55 |
| ბეჭდვა (ერთი გვერდის ფასი) | 0.49 | 1.05 |
| სმს მომსახურება ერთ განაცხადზე | $3.00 | 6.30 |
*მომსახურების საფასურში შედის ყველა მოსაკრებელი და ექვემდებარება მთავრობის მხრიდან ცვლილებას.
**კანადური დოლარის კურსი განისაზღვრება კანადის მთავრობის მიერ.
მომსახურების საფასური, რომელიც ძალაში შედის 2026 წლის 1 მაისიდან
ფოსტის საშუალებით მიღებული განაცხადებისთვის საფასური განისაზღვრება განაცხადის მიღების დღეს არსებული კურსით. იმ შემთხვევაში, თუ ფოსტის საშუალებით მიღებული განაცხადი შეიცავს არასწორად გადახდილ თანხას, განმცხადებელს გაეგზავნება მოთხოვნა სხვაობის გადახდასთან დაკავშირებით ან ზედმეტად გადახდილი თანხის შემთხვევაში სხვაობა დაუბრუნდება უკან.
VAC ის თვით-მომსახურების სივრცე
იმ შემთხვევაში თუ ცენტრში ბევრი ვიზიტორია შეიძლება მოგიწიოთ VAC-ის თვითმომსახურების სამუშაო სივრცის გამოსაყენებლად ლოდინი, მოლოდინის დრო განსხვავებული იქნება.
გთხოვთ, თან იქონიოთ პორტატული USB ფლეშ-დრაივი, თუ აპირებთ VAC-ის თვითმომსახურების სივრცით გამოყენებას, და დარწმუნდით, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ მას თან წაიღებთ. თუ შემთხვევით დატოვებთ ფლეშ-დრაივს თვითმომსახურების სივრცესთან,VAC ის წარმომადგენელი შეეცდება შეგატყობინოთ. ყველა მოწყობილობა (ფლეშ-დრაივი) რომელიც 48 საათის განმავლობაში დაუბრუნებელი დარჩება განადგურდება.