განაცხადზე თვალყურის მიდევნება
განაცხადზე თვალყურის დევნება
ვებ-გვერდზე შემოთავაზებული „განაცხადზე თვალყურის მიდევნების“ სერვისი თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაკეთებული გაქვთ სავიზო განაცხადი ან ჩაბარებული გაქვთ თქვენი პასპორტი კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში, შესაბამისად კი მინიჭებული გაქვთ განაცხადის ნომერი და მიღებული გაქვთ შესაბამისი ქვითარი. აღნიშნული მომსახურება ინფორმაციას გაწვდით თქვენი განაცხადის ამჟამინდელ ადგილმდებარეობაზე და არ იძლევა ინფორმაციას განაცხადის განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანი შეტყობინება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ სავიზო განაცხადი გააკეთეთ IRCC ვებ-გვერდის მეშვეობით, განაცხადის სტატუსთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ მხოლოდ IRCC ვებ-გვერდზე: https://www.canada.ca/en/immigration-refugees-citizenship/services/application/check-status.html
თუ სავიზო განაცხადს გააკეთებთ/პასპორტს ჩააბარებთ კანდის სავიზო განაცხადების ცენტრში, განაცხადზე თვალყურის მიდევნება შეგეძლებათ ამ ვებ-გვერდზე მოცემული „განაცხადზე თვალყურის მიდევნების“ სერვისის საშუალებით.
თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენს განაცხადს ონლაინ/ვებ-ჩატის/ცხელი ხაზის/ელექტრონული ფოსტის საშუალებით. განაცხადზე თვალყურის მისადევნებლად, აუცილებელია შეიყვანოთ განაცხადის ნომერი, რომელიც მითითებულია სავიზო განაცხადების ცენტრის მიერ გაცემულ ქვითარზე და თქვენი დაბადების თარიღი.
განაცხადზე თვალყურის მიდევნების მეთოდები:
მომსახურების საფასურები სავიზო განაცახდების ცენტრში:
| ფასების ცხრილი (ერთ განმცხადებელზე) | კანადური დოლარი (დღგ-ს ჩათვლით) | თანხა ლარში (დღგ-ს ჩათვლით) |
|---|---|---|
ქსეროქსი | $0.25 | 0.55 |
ბეჭდვა | $0.49 | 1.05 |
მოკლე ტექსტური შეტყობინება | $3.00 | 6.30 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 1 (თითო განაცხადზე) | $4.54 | 9.55 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 2 (თითო განაცხადზე) | $9.07 | 19.05 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 3 (თითო განაცხადზე) | $9.07 | 19.05 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 4 (თითო განაცხადზე) | $9.07 | 19.05 |
ერთი გზის საკურიერო მომსახურება ზონა 5 (თითო განაცხადზე) | 22.68 | 47.65 |
განაცხადები ჩაბარებული 2019 წლის 2 ნოემბრის შემდეგ
დააჭირეთ აქვებ ჩატი
ჩატი ახლავეელ-ფოსტა
ელფოსტა ახლავეცხელი ხაზი
დაგვიკავშირდითეწვიეთ
ვიზაზე განაცხადის ცენტრსთქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სავიზო განაცხადების მოკლე ტექსტური შეტყობინების მომსახურება, რათა თვალი ადევნოთ განაცხადის სტატუსს. თუმცა, აღნიშნული გულისხმობს მომსახურების დამატებით ღირებულებას.
მას შემდეგ, რაც კანადის სავიზო ოფისი მიიღებს თქვენს განაცხადს, ისინი მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად თან დაურთავენ ვიზის ბლანკს თქვენს პასპორტს ან მოამზადებენ წერილს, სადაც განმარტებულია ვიზაზე უარის თქმის მიზეზი. კანადის სავიზო ოფისი თქვენს პასპორტებს დააბრუნებს კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში, საიდანაც თქვენ დაგიკავშირდებით თქვენს მიერ მითითებული მეთოდის გამოყენებით.
განაცხადებზე ონლაინ თვალყურის დევნების სისტემა შეგატყობინებთ როცა თქვენი პასპორტი მზად იქნება დასაბრუნებლად. პასპორტის მისაღებად საჭიროა გამოცხადდეთ კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში.